ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როგორ აისახება სამთავრობო ხარჯების კლება ეკონომიკაზე
20 ნოემბერი, 2016, 14:40
როგორ აისახება სამთავრობო ხარჯების კლება ეკონომიკაზე

თბილისი (GBC) - რა მოხდება თუ საქართველოს მთავრობის დანახარების წილი მთლიან შიდა პროდუქტში შემცირდება? - კითხვაზე პასუხს  თსუ-ს დოქტორანტმა და  სვონზის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრმა გია ბერიძემ ჟურნალში „ეკონომიკა და საბანკო საქმე“  ვრცელი სტატია მიუძღვნა.

კვლევაში გაანალიზებულია საქართველოში მთავრობის ზომისა და ეკონომიკური ზრდის დამოკიდებულება.  

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2015 წელს მთავრობის ზომის წილი მშპ-ში 28,5% იყო, 2016 წელს კი, პროგნოზით ეს მაჩვენებელი 31%-მდე იზრდება და 2020 წლის ჩათვლით არ მცირდება.

კვლევით კი, დადგენილია, რომ  სხვა თანაბარ პირობებში მთავრობის ზომის 1 %-ით შემცირება მთლიან შიდა პროდუქტში  ეკონომიკური ზრდის ტემპის 0.16%-ით დაჩქარებას იწვევს.

აღსანიშნულია ისიც, რომ Gunalp da Dincer-ის  მიხედვით კი, ოპტიმალური მთავრობის ზომა გარდამავალი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც  17.3 % -ია (+/- 3 %).

ამ დაშვებით, თუ მთავრობის დანახარჯები მშპ-ში იქნება 14,3% 2017 წელს ეკონომიკა 7,14% გაიზრდებოდა; 2018 წელს 7,64%-ით, 2019 წელს 7,57%-ით, ხოლო 2020 წელს 7,59% -იანი ზრდა გვექნებოდა.  

იმ შემთხვევაში თუ სამთავრობო დანახარჯები მშპ-ს 17,3% იქნება ეკონომიკის ზრდა 2017 წელს იქნება 6,66%, 2018 წელს 7,16%. 2019 წელს 7.09% და 2020 წელს 7.11%.

მშპ-ში სამთავრობო ხარჯების 20,3%-იანი წილით ზრდა 2017 წელს 6.18%, 2018 წელს 6.68%, 2019 წელს 6,61%, 2020 წელს კი, სავარაუდოდ 6,63% იქნებოდა.  

რაც შეეხება რეალობას. სსფ-ს პროგნოზით 2017 წელს ეკონომიკის ზრდა 4,52%, 2018 წელს 5,03%, 2019 წელს 4.98%, ხოლო 2020 წელს 4.99% იქნება. ამავე პერიოდში ასევე სსფ-ს პროგნოზით, სამთავრობო დანახარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტი 30 % -ს აღემატება. 

ეს ციფრები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკას უფრო მობილური მთავრობის ხარჯზე აქვს შანსი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს.

ვრცლად სტატია იხილეთ: https://www.nbg.gov.ge/bankjournal/uploads/journal/2016_2/III_nawili.pdf

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები