ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში აშშ-დან მცირე და საშუალო მეწარმეები ჩამოვლენ
21 ნოემბერი, 2016, 18:45
საქართველოში აშშ-დან მცირე და საშუალო მეწარმეები ჩამოვლენ

თბილისი (GBC) - საქართველოს, მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯგუფი ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკული საინვესტიციო კომპანია Schulze Global Investments-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, გაბრიელ შულცის შეხვედრისას აღინიშნა.

Schulze Global Investments-ი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე, ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მართავს, საქართველოში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში ინვესტირებით არის დაინტერესებული.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო. Schulze Global Investments-ის დამფუძნებლის შეფასებით, საქართველო ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესო ბაზარია და მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, Schulze Global Investments-ი 100 მილიონ აშშ დოლარიან Caucasus Clean Energy Fund-ს მართავს, რომელიც ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ინვესტირებაზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები