| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საკონსულტაციო კომპანია Agro Solutions საქართველოდან თხილის ექსპორტის ზრდას შარშანდელი მარაგების გახსნას უკავშირებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ თხილს სამომავლოდ, საექსპორტო კალათაში მნიშნველოვანი წილის დაკავება შეუძლია და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობაც არსებობს.
საქართველო მსოფლიო რეიტინგში ხუთეულშია თხილის წარმოების მიხედვით და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რამოდენიმე ასეული ჰექტარი თხილის ბაღი გაშენდა სამეგრელოსა კახეთის რეგიონში.
„უნდა აღინიშნოს, რომ წელს, ერთდროულად მოსული ჭარბი ნალექის გამო, სამეგრელოში თხილის ხარისხი დაბალი იყო და შესაბამისად, მოსავლის რაოდენობაც მცირე. სამეგრელოსგან განსხვავებით კახეთში თხილის კარგი მოსავალი მიიღეს, თუმცა თხილის საერთო წარმოებული მოცულობა შარშანდელთან შედარებით მაინც დაბალია.
შარშან თურქეთმა გახსნა მარაგები და თხილის ფასი დაეცა. შესაბამისად, მოსახლეობამ არ გაყიდა თხილი და შეინახა. წელს კი კარგი ხარისხის თხილს მაღალი ფასი აქვს და წლევანდელ მოსავალთან ერთად, შარშანდელი მოსავალიც გაიყიდა. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა წელს, 10 თვის მოანაცემებით, ექსპორტის გაზრდა“, - აცხადებენ Agro Solutions-ში.
შეგახსენებთ, 10 თვის მონაცემებით, თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 146 მლნ აშშ დოლარია, შარშან ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 1,1 მილიონით მეტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss