ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
24 ნოემბერი, 2016, 19:47
კობა გვენეტაძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბიზნესმენებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო.

შეხვედრაზე რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ ეროვნული ბანკის პეზიდენტისთვის დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მსგავს შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციასთან, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სწორი მოლოდინებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.

" ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სწორი მოლოდინები, ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. ამიტომ მსგავსი შეხვედრები, გარკვეული პერიოდულობით გაიმართება და სასარგებლო იქნება როგორც ჩვენთვის ისე ბიზნესისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ბიზნესის წარმომადგენლთა მოსაზრებებს და შეფასებებს, მათ ხედვებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები