| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის „აწარმოესაქართველოში“ ფარგლებში პირველ B2B ფორუმს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პროდუქცია და შესაძლებლობები გააცნონ დაინტერესებულ მხარეებს, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები როგორც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებთან, ასევე საქართველოს ბაზარზე მოღვაწე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან.
პროგრამის ფარგლებში B2B ფორუმი უმასპინძლებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 200-მდე კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო, ასევე სავაჭრო სექტორებში მოღვაწეობენ.
აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შედეგებს, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს, ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმებს, შესაძლებლობებს DCFTA-ის ფარგლებში თუ სხვა იმ მექანიზმებს, რაც ხელშემწყობი იქნება ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისათვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss