| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Online სესხებზე მთავრობის 3-ვერსიან ანონსს - დილის, სიესტის და მწუხრის ჟამის, ბიზნესმენები პანიკის კვალიფიკაციას ანიჭებენ, რაც მე-4 ვერსიაზე მიანიშნებს - რომ „ლარი აღარასოდეს გამყარდება“.
„პირველი საკრედიტო კავშირის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი აცხადებს, რომ ანონსის შინაარსის გარდა ფორმულირებაც იყო დამაბნეველი - პირველი ეფექტი იყო საზოგადოების და ბიზნესის დაბნეულობა - აკრძალვა, შეზღუდვა თუ რეგულირება? ეს სინონიმები არ არის.
მთავრობის ბოლოდროინდელი ლექსიკის ანალიზი, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში ლარის დინამიკის პროგნოზის არარსებობა, კორინთელს და ბაზრის სხვა მონაწილეებს უიმედობის განცდას უჩენს, რასაც კურსთა სხვაობის (-20 პუნქტი) სუბსიდირებაც ამყარებს.
როგორც იცით, პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა სამშაბათს მთელი რიგი ინიციატივები წარადგინეს, $40 000-მდე სესხის კონვერტაციაშის თანამონაწილეობა, 100 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვა, აქციზის გაზრდა საწვავზე, ავტოიმპორტზე, სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss