ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიუჯეტის 30 პროცენტი ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე იქნება მიმართული
30 ნოემბერი, 2016, 18:25
ბიუჯეტის 30 პროცენტი ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე იქნება მიმართული

თბილისი (GBC) -  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები 11,4 მილიარდი ლარია. ზრდა 1,2 მილიარდს აღემატება. 

მთავრობამ ბიუეჯტის განახლებული ვარიანტი უკვე გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის 4%-იან ზრდაზე დაიგემა და სადაც 4,1% დეფიციტია გათვალისწინებული.

მთავრობა მომავალ წელს  9,48 მილიარდის შემოსავლების მობილიზებას ელის, მათ შორის გადასახადებიდან 8,82 მილიარდს: მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 681 მლნ ლარით, დანაკლისი მოგების რეფორმის გამო 520 მილიონია; დღგ-დან 3,77 მილიარდის მობილიზებაა გათვალისწინებული, აქციზიდან 1,627 მილიარდი, აქ ზრდა 2016 წელთან შედარებით 615 მილიონია.

გრანტები - 284,5 მლნ ლარით, ხოლო სხვა შემოსავლები 385 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის 40 მლნ ლარი გათვალისწინებულია სსიპ-ებიდან მისაღები სახსრები, ვინაიდან საკუთარი შემოსავლების ხარჯზე ფუნქციონირებად სსიპ-ებშიც განხორციელდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.  

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1,79 მლრდ ლარის ოდენობით, მათ შორის: საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 922.7 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის და ევროკავშირისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტები - 470 მლნ ლარი;  საშინაო ვალის  წმინდა ზრდა - 400 მლნ ლარი;

რაც შეეხება გადასახდელებს სულ 11,415 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.

ყველაზე დიდი წილი ხარჯებში ჯანდაცვის სამინისტრო უჭირავს, რომლის  დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 253,8 მლნ ლარით და შეადგენს 3,416 მილიარდს, რაც მთლიანი ხარჯების 29,9%-ია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 144,8 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1,116 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 258.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 308,0 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები