ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტექნოპარკში ინოვაციების ტექნოლოგიური გადაცემის საკითხზე ვორქშოფი გაიმართება
ნინო შუბითიძე
30 ნოემბერი, 2016, 18:41

თბილისი (GBC) – ტექნოპარკში ინოვაციების ტექნოლოგიური გადაცემის საკითხზე ვორქშოფი გაიმართება.

ვორქშოფში ჩაერთვება 35 მონაწილე, მათ შორის 25 ქართველი სპეციალისტი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან, უნივერსიტეტებიდან, 3 საერთაშორისო ექსპერტი ვაშინგტონიდან, 5 ადგილობრივი დამკვირვებელი და 2  კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ვორქშოფი აშშ-ს  კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში ტარდება,  რომელსაც საფუძველი  1961 წელს ჩაეყარა, როდესაც  Usaid-ის შეთანხმების ნაწილის ერთერთი პუნქტის ,,უცხოური დახმარების შესახებ აქტის“  ფარგლებში  დეპარტამენტმა საქართველოს  თანხები გამოყო.

ტექნიკური დახმარების ფარგლებში აშშ-ს კომერციის დეპარტამენტს  დაევალა უზრუნველყოს  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და  ბიზნესისთვის საკანონმდებლო გარემოს შექმნა.

ტექნოლოგიის განვითარება მთლიანად ფუნდამენტალური მეცნიერის წინმსწრებ მიღწევებზეა დამოკიდებული, შესაბამისად  ტექნოლოგიური ტრანსფერი განვითარებად ქვეყნებში მსოფლიო განვითარების პროცესის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიღწევები მეცნიერებაში. სწორედ ამიტომ მისი კომერციალიზაციისთვის საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები