| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ისრაელის წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ MYS Architects-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა.
კომპანია ქართულ ბაზარზე იმუშავებს, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია.
MYS Architects სახელს უკავშირდება ისრაელში არაერთი შთამბეჭდავი პროექტი. კომპანიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე თელ ავივის არქიტექტური სახის შექმნაში.
შექმნილი აქვს პროექტები ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა სავაჭრო, საცხოვრებელი, ჯანდაცვის, სასტუმრო და საზოგადოებრივი სექტორები.
აღსანიშნავია, რომ პროექტები განხორციელდა არა მარტო ისრაელში, არამედ მსოფლიოს 32 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
სწორედ, MYS Architects -ს პროექტის მიხედვით აშენდა თბილისში სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ პოინტი“.
კომპანიის წარმომადგენელი რონი ლაიში აცხადებს, რომ MYS Architects ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ სერიოზული მოთამაშედ ყალიბდება, იწყებს მსხვილი არქიტექტურული პროექტების განხორციელებას და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss