ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ტექნოპარკს ეწვევა
5 დეკემბერი, 2016, 10:34
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ტექნოპარკს ეწვევა

თბილისი (GBC) - 5 დეკემბერს 16:00 საათზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქმიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სირილ მიულერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ძირითად პროგრამებს, პროექტებს, სერვისებსა და სამუშაო პროცესებს გაეცნობა.

დამწყებ ბიზნესმენებს საშუალება მიეცემათ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს წარუდგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები, გააცნონ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს აღნიშნული სფერო დგას.

შეხვედრაზე ასევე განიხილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის და ინოვაციების სტრატეგია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 2015 წელს საქართველოს სახსრები გამოეყო ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის, რომლის განმახორციელებელია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. 

პროექტი ხელს უწყობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად. მისი ძირითადი მიზანი ფირმების და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა და  ციფრულ  ეკონომიკაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერაა, რისი მიღწევაც სათემო ცენტრებში ინვესტირების გზით ხდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები