| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მთავრობის მოძახილს რა გამოძახილი მოყვა მოქალაქეებისგან, ბიზნესიდან და საბანკო სექტორისგან, რა მოცულობის უცხოური ვალუტა დაიმარაგეს და ღირდა თუ არა ამად ბაზარზე რამდენიმესაათიანი პანიკა, ნოემბრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გაცხადდება.
ოქტომბრის სტატისტიკით, ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან $457 მილიონია შესყიდული, საცალო და კორპორაციული კლიენტებისთვის კი მიყიდულია $572 მილიონი.
ანუ მომხმარებლის მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაიზარდა.
წინა თვეში, სექტემბერში უკუტრენდი იყო, ბანკებმა კლიენტებისგან $583 მლნ იყიდეს და $508 მლნ მიჰყიდეს. სექტემბრის და ოქტომბრის სავალუტო ბრუნვა თითქმის ანალოგიური იყო $ 1,1 მლრდ-ის ფარგლებში.
ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, წინა იქტომბერში $818 მლნ იყო, აქედან $402 მლნ ბანკების ნაყიდია და $416 მლნ ბანკების მიერ გაყიდული.
აღსანიშნავია ბანკის პოზიცია. 1 ნოემბრისთვის სექტორს ღია სავალუტო პოზიცია 216.5 მლნ ლარით მეტი სავალუტო აქტივი აქვს, ვიდრე გასასტუმრებელი ვალდებულებები, გასული წლის ანალოგიური პერიოდიდან 280.8 მლნ-ით არის გაზრდილი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი პირიქით იყო, სექტორს 64 მლნ ლარით მეტი ვალდებულება გააჩნდა, ვიდრე ამის სავალუტო აქტივი ჰქონდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss