ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Moody’s სესხების გალარების გეგმას ბანკებისთვის პოზიტიურს უწოდებს
5 დეკემბერი, 2016, 17:26
Moody’s სესხების გალარების გეგმას ბანკებისთვის პოზიტიურს უწოდებს

თბილისი (GBC) - სარეიტინგო სააგენტო Moody’s საქართველოს მთავრობის გეგმას იპოთეკური სესხების ნაწილის გალარებაზე ბანკებისთვის დადებითად აფასებს.

გავლენიანი სააგენტო მიიჩნევს, რომ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული გეგმა, მოსახლეობის მიერ სესხების ნებაყოფლობითი გალარების სუბსიდირებაზე, ქართული ბანკებისთვის საკრედიტო ზარალის შემცირებას განაპირობებს.

გავრცელებულ პრეს-რელიზში Moody’s ინიციატივას მიმოიხლავს, აღნიშნავს, რომ ნებაყოფლობითი გალარება, 100 000 ლარამდე სესხების ($40 ათასი) იმ დროისათვის არსებულ ლარი/დოლარის გაცვლით კურსს -20 პუნქტით, 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება, ის განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მეთვალყურების ქვეშ. ამასთან, აღნიშნულია, რომ გეგმა ბანკებს ხარჯებს არ გაუზრდის,  რადგანაც კურსთა სხვაობას,  20 თეთრს ბიუჯეტი აანაზღაურებს.

"ჩვენი შეფასებით, ბანკების პორტფელის დაახლოებით 5% ისარგებლებს ამ პროგრამით. ქართული ბანკები აწყდებიან მნიშვნელოვნად მაღალ საკრედიტო რისკებს, როდესაც სავალუტო კურსთა რყევა ნეგატიურად აისახება მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე. დაახლოებით 2/3 სესხებისა უცხოურ ვალუტაშია.  ამასთან, დაახლოებით 40% -ს საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის მსესხებლებისა სესხები დოლარში აქვთ და არანაერი შემოსავალი არ აქვთ დოლარში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

Moody’s აღნიშნავს, რომ  ასეთივე პრობლემა აქვთ მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ და შემოსავალი ლარში.

" ამდენად, ჩვენი მოლოდინით, ლარის ნებისმიერი შემდგომი მნიშვნელოვანი გაუფასურება აქტივების ხარისხის გაუფასურებას გამოიწვევს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შემთხვევაში, რომლებიც აშშ დოლარშია გამოსახული და არაჰეჯირებულ მსესხებელზეა გაცემული", - ნათქვამია შეფასებაში.

აღნიშნულია, რომ მომავალი წლიდან 100 000 ლარამდე სესხების გაცემა ლარში იქნება მოთხოვნილი, 2018 წლიდან კი, ეს ზღვარი 200 000 ლარამდე გაიზრდება.

სააგენტოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ბანკებისთვის ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული  საკრედიტო რისკების შემცირებას და გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკის დედოლარიზაციის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები