| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - არ მივდივართ უკან - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ონლაინ სესხების სექტორში დაანონსებულ რადიკალურ ცვლილებებს.
კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ დღეს, ბაზარზე ამ მხრივ რთული ვითარებაა - სწრაფი სესხების შეთავაზება ხდება 500%, 600% და 700%-ში, არის შემთხვევები, როდესაც სესხის საპროცენტო განაკვეთი 3000 % და 4000%-ია და „მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები, ვისაც შეუძლია გადახდა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არანორმალური პროცენტია“.
ასეთი პრაქტიკა შესაცვლელია - ამბობს ქვეყნის მთავარი ბანკირი და იზიარებს, რომ "ქვეყანაში უნდა იყოს გამდიდრების საშუალებები, მათ შორის სწრაფად გამდიდრებისაც, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყველაფერი დაკარგოს".
აღნიშნავს, რომ სულაც არ არის ინოვაციების მოწინააღმდეგე, პირიქით, თუმცა ნამდვილად წინააღმდეგია ბაზარზე ზღვარგადასული თუ მტაცებლური საპროცენტო განაკვეთების არსებობისა.
„2007-2008 წლების ფინანსურმა კრიზისმა კარგად აჩვენა რა შედეგებამდე მიიყვანა იმ დრეგულაციამ, რაც არსებობდა აშშ-ის ფინანსურ სექტორში. დაგროვდა ძალიან ბევრი რისკი - ვალდებულებების გადატანა გარე საბალანო უწყისებზე, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტების დაცვისაგან თავის არიდება და ა.შ. ამას იმკის დღესაც ევროპა და უფრო ნაკლებად აშშ, რომელმაც ძალიან მალე მიიღო გაკვეთილი. არ არის საჭირო დადანაშაულება, რომ ვბრუნდებით სოციალიზმში, რომ ბევრი რეგულაციები გვაქვს... ზედმეტი რეგულაცია ცუდია, ზედმეტი დერეგულაცია ასევე ცუდია. ზედმეტმა რეგულაციამ შეიძლება განვითარება შეამციროს და ზედმეტმა დერეგულაციამ ფინანსური რისკები გაზარდოს. გვინდა, ის, რომ ადამიანმა იცოდეს რას აკეთებს და იმის გამო, რომ დროებითი პრობლემა აქვს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ პიროვნული ტრაგედიის წინაშე არ აღმოჩნდეს და არ გვინდა საუბარი, რომ ასეთი ხალხი არ არსებობს, ასეთი ხალხი არსებობს. არ მივდივართ უკან. გვინდა სიტუაცია იყოს ნორმალური. არც ზედმეტ დერეგულაციას გავაკეთებთ და არც ზედმეტ რეგულაციას“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კობა გვენეტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss