| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჭიათურაში, კომპანიების მხრიდან მანგანუმის უკანონოდ მოპოვების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ორი პირი - ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძე დააკავა.
უწყების ცნობით, დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებენ მანგანუმის კონცენტრატს.
მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი, დაფუძნებული ჰქონდათ შპს „ტრანს მანგანუმი“, შპს „ლარე“, შპს „ლგლ“, შპს „ნიგი“, შპს „ტექნოლოჯი“, შპს „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“.
აღნიშნული საწარმოებს შორის, ფიქტიური ოპერაციების მეშვეობით ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენენ მის რეალიზაციას. დაკავებულებმა უკანონო მოპოვებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღეს ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი.
საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss