| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ნუ მოჭრი - მორთე“ კამპანიას, რომელიც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს, პსპ გამოეხმაურა.
სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებმა მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის ხე მორთეს.
კამპანიას უკვე შეუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.
ახალი წლის დღეების დასრულებისთანავე კომპანიების წარმომადგენლები ნაძვის ხის დემონტაჟს თავად განახორციელებენ.
შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss