ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წლიურ ინფლაციაზე აქციზის გაძვირებით მნიშვნელოვან გავლენას სებ-ის პრეზიდენტი არ ელის  
ნინო შუბითიძე
14 დეკემბერი, 2016, 18:13
წლიურ ინფლაციაზე აქციზის გაძვირებით მნიშვნელოვან გავლენას სებ-ის პრეზიდენტი არ ელის   

თბილისი (GBC)  - ნავთობის, თამბაქოს და ავტოიმპორტის  აქციზის ზრდით ზოგიერთი საქონელი და მომსახურება გაძვირდება, თუმცა წლიურ  ინფლაციაზე პირდაპირ გავლენას სებ-ის პრეზიდენტი არ ელის.

კობა  გვენეტაძემ  2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე ასევე განაცხადა, რომ თუ  გაძვირება ინფლაციურ მოლოდინებს  გააჩენს, სებ-ი მის ხელთ არსებული ბერკეტებით  მიზნობრივთან  სიახლოვის  წონასწორობაზე იზრუნებს.

შეგახსენებთ, ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მატება ძირითადად აქციზის გადასახადზე მოდის, რაც დაკავშირებულია 2017 წელს ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოსა და ავტომობილებზე აქციზის გადასახადის დაგეგმილ ზრდასთან.

გეგმის მიხედვით მცირდება მოგების გადასახადიდან შემოსულობები, რაც დაკავშირებულია მოგების რეინვესტირებული ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლებასთან.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები