| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Brenter და ტრამპის ეფექტი, - ვოლატილური ლარის დევალვაციის ახალი კატალიზატორები გამოჩნდა, წარმატებული კომპანიების ლონდონში დალისტვა ნეგატიური ფაქტორია - შეფასება საფონდო ბირჟის აქციონერმა და საბროკერო კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ლოლაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ეკონომეტრი) გაშალა.
სქემა მარტივია, ადგილობრივმა მსურველმა თიბისის, საქართველოს ბანკის თუ ჯანდაცვის კომპანიის აქციის შესაძენად, ლარით უცხოური ვალუტა უნდა იყიდოს და ქვეყნიდან გაიტანოს. ადგილობირივ ბირჟაზე დალისტვისას კი პირიქით, უცხოელმა ვალუტა უნდა გაალაროს. პირველ შემთხვევაში ლარზეა წნეხი და გაუფასურების ბიძგი, მე-2, ლარის გამყარების მაპროვოცირებელი.
ლოლაძის გამოსავლის უალტერნატიობას მისი კოლეგები ბევრი არგუმენტით აყენებენ ეჭქვეშ - ბიზნესს საერთაშორისო ასპარეზი ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობას უზრდის, შესაბამისად კაპიტალის ბაზრიდან ფულს უიაფებს, საინვესტიციო შიმშილის პირობებში. მოზიდული ფულით ინვესტირებული ბიზნესი ხომ ეკონომიკაზე აისახება, რაც ლარის გამამყარებელი ფუნდამენტური ფაქტორია.
„სავალუტო კურსზე დარტყმაა, როცა ქართული კომპანია გადის უცხოეთში“, - გიორგი ლოლაძეს მიაჩნია, რომ სასოწარკვეთილ მეანაბრეს დაზოგვის ერთადერთ ინსტრუმენტად ლარის გადოლარება და საბანკო სექტორში განთავსება ესახება და არ შეუძლია თავისუფალი ფულის აქციებში დაბანდება.
ამ ალტერნეტივის არსებობის შემთხვევაში, საბანკო სექტორში განთავსებული 16 მლრდ-ის დეპოზიტების დიდი ნაწილიც ფასიან ქაღალდებში გადაინაცვლებს. ამ საშუალების მოსპობაზე კი, მისი მტკიცებით, საბანკო სექტორმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ იზრუნა, როცა ბირჟის განვითარება დაბლოკა.
ლოლაძეს თავისი ვერსიის უსაფუძვლობის მისახვედრად მოწინააღმდეგე ექსპერტები ადგილზე დალისტული ობლიგაციების ტრენდით დაინტერესებას ურჩევენ, გაეცნოს როგორია, როგორც თავად ამბობს, გაქცეული ლარით დაბნეული მოქალაქეების აქტივობა, სადაა გაჩაღებული ვაჭრობა.
ლოლაძე თბილისის დროით 23 სთ-ზე აშშ-ს გადაწყვეტილებასაც ელის, 2017 წლის მონეტარულ პოლიტიკაზე, კორექირდება თუ არა განაკვეთი, რა სტრატეგია აქვს ტრამპს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss