ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პეჰშო: ვფიქრობთ, დედოლარიზაციის შემოთავაზებული გეგმა კარგია
15 დეკემბერი, 2016, 12:59
პეჰშო: ვფიქრობთ, დედოლარიზაციის შემოთავაზებული გეგმა კარგია

თბილისი (GBC) - დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის სისუსტეა, - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო.

ამბობს, რომ ამ ფაქტორის  გათვალისწინებით, ნაბიჯები, რაც დედოლარიზაციის მიზნით გადაიდგმება სავალუტო ფონდისთვის  მისაღებია და მიიჩნევს, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული გეგმა კარგია.

„როდესაც გავეცანით შემოთავაზებულ ვარიანტს, ის საკმაოდ მსგავსია იმ მოდელისა, რომელიც სხვა ქვეყნებმა გაატარეს. ამ მეთოდებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ეფექტიანია პრობლემის გადასაჭრელად.  ამდენად ვიმედოვებთ, რომ ამ გზით დოლარიზაციის დონე საქართველოშიც შემცირდება, თუმცა ამას დრო დასჭირდება“, - განაცხადა მაესტროს ეთერში (ბიზნესკონტაქტი) ფრანსუა პეჰშომ.

სსფ-ს წარმომადგენელი იპოთეკური სესხების გალარებასაც აფასებს, ამბობს, რომ  დოლარის სესხების კონვერტაციის მსგავსი მიდგომა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პერუში 2014-2015 წლებში და შესაძლებელი გახადა სასესხო პორტფელებში დოლარიზაციის დონის შემცირება.

„ეფექტი რასაც ეს პროცესი ბანკებისთვის მოიტანს არის ის, რომ მათი სასესხო პორტფელი უფრო მეტად ლარში დენომინირებული გახდება. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ეს პროცესი ბანკებისთვის რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული იქნება“, - განაცხადა პეჰშომ.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები