ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პეჰშომ საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყების პირობა დაასახელა
15 დეკემბერი, 2016, 13:25
პეჰშომ საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყების პირობა დაასახელა

თბილისი (GBC)- სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო სსფ-ს მიერ საქართველოში ახალი პროგრამის დაწყებაზე ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკებებს ადასტურებს.

„ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფონდი მზადაა საქართველოს მთავრობის ინიცირებულ ამ საკითხზე დისკუსია გააგრძელოს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული პირობების შესრულება სჭირდება.

 „გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად განაპირობებს მთავრობის მიერ გატარებული ფისკალური და სტრუქტურული ღონისძიებები მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩოს შექმნას“, - განაცხადა პეჰშომ.

საქართველოს მთავრობა კი, იმედოვნებს, რომ წინა პროგრამის მიმოხილვების დაუსრულებლობის შემდეგ, ფონდთან მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევს და ახალი პროგრამა დაიწყება.

მთავრობის წევრები ამბობს, რომ სსფ-სგან საქართველოს არა იმდენად ფინანსური, არამედ ე.წ „მორალური“ მხარდაჭერა სჭირდება.

სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. ფონდმა მაშინ საქართველოს 100 მლნ SDR გამოუყო, თანხის დიდი ნაწილი ქვეყანამ მაშინვე აითვისა, თუმცა დარჩენილი 20 მილიონის ათვისება ვერ მოხდა, რადგანაც მთავრობის გარკვეული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო  ფონდის მისიამ 2/3 მიმოხილვა არ დაასრულა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები