ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმება
16 დეკემბერი, 2016, 10:51
ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმება

თბილისი (GBC) - „ჯანდაცვის ასოციაცია“  მიესალმება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტებში  კლინიკების  სელექციურ კონტრაქტებზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის ასოციაციაში მიიჩნევენ რომ აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის გაზრდას, პაციენტების უსაფრთხოებას და სახელმწიფოს მნიშვნელოვნად დაუზოგავს არამიზნობრივ ხარჯებს.

შესაბამისი  საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი  და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ.

„ჯანდაცვის ასოციაცია“ ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ადგილობრივი და მოწვეული ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით დაეხმაროს სახელმწიფოს სპეციალური კრიტერიუმებისა და ხარისხის ინდიკატორების შემუშავებაში.

„ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტალური გაერთიანებაა, რომელშიც 75 კლინიკაა გაერთიანებული, რომელთა ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა ქვეყნის მთლიანი საწოლფონდის 42 % შეადგენს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები