ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაგუა:ლარის კურსი გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან
20 დეკემბერი, 2016, 14:28
გაგუა:ლარის კურსი გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან

თბილისი (GBC) - „ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. თუმცა, ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან. ამაზე დღეს კომენტარი გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც, რაშიც ვეთანხმებით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

რაც შეეხება ფუნდამენტურ ფაქტორებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ნაწილში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2016 წლის 11 თვეში წელში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მისი თქმით, ტურიზმის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარით, ფულადი გზავნილების ზრდა შეინიშნება დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარით. „მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ყველა ძირითადი ნაწილის ანალიზით იკვეთება, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2016 წლის 11 თვეში გაუმჯობესებულია დაახლოებით 190 მილიონი დოლარით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები