ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბინალი ილდირიმი: ჩვენი სურვილია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდეს
20 დეკემბერი, 2016, 16:54
ბინალი ილდირიმი: ჩვენი სურვილია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდეს

თბილისი (GBC)  -  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილა. 

პირისპირ შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა მედიასთან განცხადებები გააკეთეს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზეც. 

"ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ერთად. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო დიდი პროგრესი ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის საქმეში. ეს პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მან უახლოეს მომავალში დაიწყოს ფუნქციონირება. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანი განსახიერება გახლავთ იმ სამმხრივი თანამშრომლობისა, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის, რომელსაც ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საქართველოს გავლით", - განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

თურქეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის დასრულება 2017 წლის პირველ მეოთხედში მოხდება. 

"2007 წლიდან, თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ. ჩვენი სურვილია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდეს, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრის გზით. საქართველო და თურქეთი საინვესტიციო სფეროშიც თანამშრომლობენ",- განაცხადა ბინალი ილდირიმიმ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები