| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაზეთი "რეზონანსი" კომუნალური გადასახადების გაზრდაზე წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დენსა და გაზზე ტარიფების გაზრდაზე უკვე თამამად საუბრობენ, მათი გაანგარიშებით, ელექტროენერგია დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდება, ხოლო ბუნებრივი აირი - 10 თეთრით.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებდა და მოსახლეობას ამშვიდებდა, ახლა კი კალაძის უწყებაში ჟურნალისტებს ემალებიან.
"სამაგიეროდ, სემეკის თავმჯდომარე არ მალავს, რომ გადასახადი შესაძლოა, არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე, არამედ ბუნებრივ აირზე გაიზარდოს. დაახლოებით 1 კვირის წინ ირინა მილორავაც სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ახლა ისიც ცდილობს მთელი ენერგოსისტემის პასუხისმგებლობა მოსახლეობას აჰკიდოს", -აღნიშნულია სტატიაში.
მინისტრისა და სემეკის თავმჯდომარის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნიათ როგორც ენერგეტიკოსებს, ასევე ეკონომისტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტარიფების ზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს.
ტარიფების გაძვირების აუცილებლობას ვერ ხედავს ენერგეტოიკოსი თემურ ჭიჭინაძე. მისი აზრით, კომუნალური გადასახადების საკითხი არ უნდა უკავშირდებოდეს ლარის დევალვაციას, რადგან ეს არის ცვალებადი პროცესი და შესაძლებელია ეროვნული ვალუტის გამყარების შემდეგ მხოლოდ გაზრდილი გადასახადები შეგვრჩეს.
გადასახადების გაძვირება მართებული არც ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას მიაჩნია. იგი მიიჩნევს, რომ დაუზუსტებელი განცხადებების გაკეთებას, სჯობს, ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს. "რეზონანსთან" საუბრისას მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია მძიმე ეკონომიკური ფონით და აღნიშნა, რომ ისედაც დაძაბულია მოსახლეობა და უარესის მოლოდინი არავინ უნდა შეექმნას. მსგავსი განცხადებები არის ცეცხლზე ნავთის დასხმა, თან იმ ცეცხლზე, რომელიც გიზგიზებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss