| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – VISA-მ საქართველოში Visa Token სერვისის შეთავაზებაზე განაცხადა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით.
Visa Token -ი საბანკო ბარათებზე მოცემულ ანგარიშსწორების ნომერს უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორით, ტოკენით ჩაანაცვლებს.
რადგან ტოკენი არ შეიცავს 16-ციფრიანი უნიკალური საბარათე ნომერს და სხვა მაიდენტიფიცირებლებს, მისი უსაფრთხოდ დარეგისტრირება შესაძლებელია Online სავაჭრო ობიექტებთან და მობილურ მოწყობილობებში; რაც ელექტრონულ კომერციას უფრო კომფორტულს ხდის. ამ ახალი მომსახურების გამოსაყენებლად Visa-ს ბარათის მფლობელებმა უნდა იქონიონ NFC-ის(<Near field communication>) მქონე მობილური მოწყობილობები, რომელიც იყენებს Android-ის საოპერაციო სისტემას (4.4 ან შემდგომი ვერსია).
“ციფრული კავშირების ზრდა თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, შესაბამისად არც გადახდებია გამონაკლისი. ეს პროცესები მნიშვნელოვნად გარდაქმნის მომხმარებელთა სავაჭრო გამოცდილებას და მათ სხვადასხვა საშუალებას სთავაზობს, განახორციელონ გადახდები, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში” - განაცხადა უკრაინის, საქართველოს და სომხეთის, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა დიმიტრო კრეპაკმა.
“Visa Token სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თავდაჯერებულად შეასრულოს ტრანზაქცია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით. საქართველოში,Visa-ს ყოველი მეოთხე ბარათი უკონტაქტო ფუნქციით მზადდება, ხოლო Visa-ს ყოველი მეორე ტრანზაქცია უკონტაქტოდ ხორციელდება, შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ Visa Token-იც სულ მალე ელექტრონული გადახდების სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდება“.
Visa Token სერვისის უპირატესობები:
მომხმარებელთა დაცვა: ტოკენი ციფრულად ცვლის საბანკო ბარათზე მოცემულ 16-ციფრიანი ანგარიშის ინფორმაციას. ამ ახალ იდენტიფიკატორს ციფრული ანგარიშის ნომერი ეწოდება. იგი ამარტივებს ტრანზაქციებს პირადი ანგარიშის ინფორმაციის გაზიარების გარეშე.
გადახდის მეთოდებზე მორგებული სერვისი: ტოკენის მოქმედება შესაძლოა მორგებული იყოს მხოლოდ არჩეულ მობილურ მოწყობილობებსა და ონლაინ სავაჭრო ობიექტებზე ან შეზღუდული იყოს შესყიდვის სახეობებით, რაც სიახლისა და უსაფრთხოების კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს.
მოხერხებულობა და ეკონომიურობა: დაკარგულ, ან მოპარულ მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული ტოკენების გაუქმება მომენტალურად არის შესაძლებელი ანგარიშის ნომრისა და პლასტიკური ბარათის განახლების გარეშე.
მარტივი დამუშავება: ტოკენები ემყარება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტებს, შესაბამისად მათი დამუშავება კომერციული ორგანიზაციების, ექვაიერერებისა და იმიტენტების მიერ ტრადიციული საბარათე გადახდების მსგავსად არის შესაძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss