ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება  
27 დეკემბერი, 2016, 21:40
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება   

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მ/რ-ში, ხევძმარის ხევის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 900მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების წარმოება  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 27 დეკემბერს 23:00 სთ-დან 28 დეკემბრის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: თემქის I მ/რ-ის კორპუსებს,  თემქის IV  მ/რ-ს, მე-11 მ/რ-ის I კვარტლის კორპუსებს, ანდრონიკაშვილის ქუჩის მე-2 და მე-3  შესახვევებს, სარაჯიშვილის, გურამიშვილის გამზირს, ფეიქრების, წყალსადენის, ჩარგლის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებს, დადიანის  II მ/რ-ის კორპუსებს.  

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები