ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კვირიკაშვილი:  საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა
29 დეკემბერი, 2016, 10:39
კვირიკაშვილი:  საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა

თბილისი (GBC) - საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, - განაცხდა პრემიერმა წლის შეჯამებისას.  

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სივრცითი რეფორმა უზრუნველყოფს განაშენიანების  გეგმის მომზადებას და აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება.

მან ახალი აეროპორტების მშენებლობა დაანონსა და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაიხსნება  ამბროლაურის აეროდრომი.

„ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს - ბაკურიანი, გუდაური - ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც.

ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა წლის შეჯამებისას პრემიერმა.

მან ჩქაროსნულ ავტობანზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ 2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა.

მომვალ წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ  ძირითად მონაკვეთებზე - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია–გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები