| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მომავალ წელს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის პროექტი დაიწყება.
ესტაკადა ზღვისპირა ქალაქის შესასვლელში აშენდება, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისიდან ბაქოს ქუჩამდე და ბათუმის შემოსასვლელში გადატვირთულ მოძრაობას განმუხტავს.
პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც 4 წელია შეჩერებულია, აჭარის ბიუჯეტში 21 მლნ ლარია გათვალისწინებული.
გაზეთი "ბათუმელები" ნოემბერში წერდა, რომ პორტის მიმდებარედ ესტაკადის მშენებლობის საკითხი ქალაქში ბევრს აინტერესებს. გადასასვლელი ხიდი ლიანდაგზე, რომელიც პორტსა და რკინიგზას აკავშირებს, აქ აბაშიძის დროს დაანგრიეს. ხიდის დანგრევას იქვე მდებარე თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, გამოთავისუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი კი დღემდე გამოუყენებელია.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო პორტთან ესტაკადა პორტის მფლობელ ყაზახ ინვესტორს უნდა აეშენებინა, სანაცვლოდ მიწის ნაკვეთები უნდა მიეღო. თუმცა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ვის და რა პირობით გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები.
აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss