| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური "რეფორმატიკსის" გუნდის დახმარებით ყაზახეთის მიღწევებზე აცხადებს.
გილაური Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს, რომ გასულ კვირას, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან, წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს, სადაც ყაზახეთის მიერ განხორციელებული რეფორმები განვიხილს და მომავალი წლის რეფორმების გეგმა დასახეს.
"რეფორმატიკსის გუნდი ყაზახეთის მთავრობასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ექსპერტების დახმარებით, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში, ყაზახეთმა 77-ე პოზიციიდან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა და წლევანდელი შედეგების მიხედვით, მსოფლიოში მეორე საუკეთესო რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა", - აღნიშნავს გილაური.
შეგახსენებთ, ნიკა გილაური საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე იკავებდა. 2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად, 2007-2009 წლებში კი, კარიერა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე გააგრძელა.
სწორედ გილაურის სახელს უკავშირდება საქართველოს ენერგომომარაგებაში რადიკალური დადებითი ცვლილებები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss