ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდმა სპეციალური პროგრამა სტარტაპის ელჩი დაიწყო
30 დეკემბერი, 2016, 17:22
საპარტნიორო ფონდმა სპეციალური პროგრამა სტარტაპის ელჩი დაიწყო

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდმა, სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის მიზნით სპეციალური პროგრამა „სტარტაპის ელჩი“ დაიწყო.

პროგრამა გულისხმობს, ეკონომიკური განათლების მქონე სტუდენტების ჩართვას პოტენციური სტარტაპერების მოძიებაში მთელი საქართველოს მასშტაბით და მათთვის დახმარების გაწევას, იდეების ფორმულირებაში, კვალიფიციური ბიზნეს გეგმების მომზადებაში, განაცხადების შევსებაში.

სანაცვლოდ, ასეთ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ რეალურ ბიზნეს პროექტებთან მუშაობის გამოცდილება, გაიარონ სტაჟირება „სტარტაპ საქართველო“-ში და ისარგებლონ დამატებითი კრედიტებით უმაღლეს სასწავლებლებში.

„ეს პროგრამა დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონებიდან საკუთარი საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი იდეები „სტარტაპ საქართველოს“ დახმარებით რეალურ პროექტებად აქციონ. ჩვენი ახალგაზრდები შეასრულებენ „სტარტაპ საქართველოს“ ელჩების როლს, წარმოაჩენენ რა ამ პროგრამას ქალაქებსა და სოფლებში. საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ საინტერესო პროექტს რეგიონებიდან და „სტარატაპ საქართველო“ კიდევ უფრო სახალხო პროექტი გახდება,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა საწყის ეტაპზე შეხვედრები გამართეს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებთან თელავის, გორის, რუსთავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ 300-მდე სტუდენტმა უკვე გამოხატა სურვილი ჩაერთოს „სტარტაპის ელჩის“ პროგრამაში.

შეგახსენებთ, „სტარტაპ საქართველო“ პროგრამა ხორციელდება საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. დღეისათვის გამარჯვებულად 65 პროექტი გამოცხადდა.

 ახალი წლიდან „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა განხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე მოხდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები