| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2016 წლის გმირი საფერავი გახდა.
წლის სტატისტიკით, წითელ მშრალ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას ჩინეთში, საფერავი უყვართ ევროპაში და ამერიკის კონტინენტზეც.
ღვინის ეროვნული საგენტო 2016 წლის საექსპორტო გაყიდვებით კმაყოფილია. გიორგი სამანიშვილის შეფასებით, მარკეტინგული აქტივობებისთვის გამოყოფილი 5 მლნ-ით მაქსიმალური შედეგი დადგა, ქვეყნებში, სადაც ქართულ ღვინოს ცნობადობის ამაღლება არ სჭირდებოდა, 2016 წელს უფრო მეტი შეისვა და იქ სადაც პირველად დააგემოვნეს ვეღარ მოწყდნენ და ამ ნომინაციაში ჩინეთი ლიდერობს.
გიორგი სამანიშვილმა შიდამომხარების ზრდაზეც აღნიშნა. ქართულ ღვინოს უკვე ისევ ისე ეპყრობიან როგორც 70-80 წლის წინ, პატივისცემით, ბევრმა უარი თქვა საშენი მასალების და სხვა გაურკვეველი ფორმის განსხვავებულ სასმისებზე, დარჩა მხოლოდ საშუალო ზომის მოხდენილი ყანწი.
გიორგი სამანიშვილი არ გამორიცხავს სახელმწიფო, ღვინის ინდუსტრიას, სუბსიდიით 2017 წლის რთველზეც შეეშველოს, თუმცა ამის განსაზღვრა წიანასწარ შეუძლებელია. სამინისტროს მიზანი სუბსიდირებიდან გამოსვლაა.
სოფლის მეურნების მინისტრი 2016 წელს 4-წლიან ჭრილში აფასებს, რომელიც დარგისთვის გარდამტეხი იყო.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგარარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამოცანებია: პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა;
მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია;
წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა;
ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა
ინსტრუმენტები: ერთიანი აგროპროექტი, რომელიც გულისხმობს იაფ საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის, აგროდაზღვევის, მექანიზაციის ხელმისაწვდომობის პროგრამებს და საგრანტო დაფინანსების სპეციალიზებულ მოდელებს.
2017 წლიდან დაიწყება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი საკრედიტო რესურსების გამოყენებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის. ინვესტიციების სრულად განხორციელების შემდგომ, ყოველწლიურად შეიქმნება დამატებით 100 მილიონი ლარის მოცულობის დამატებული ღირებულება.
2017 წლიდან დაიწყება მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენისა და მექანიზაციის სერვისის მიმწოდებელთა ძლიერი რგოლის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
საგრანტო დაფინანსების სპეციალუზებული მოდელების გამოყენებით: გაშენდება ახალი ბაღები (პროექტი „დანერგე მომავალი“), მოხდება არსებული ხეხილის ბაღების განახლება (სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR), რომელიც აქტიურ ფაზაში 2017 წლიდან შევა (პროექტის 2 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 6,5 მლნ ლარით), მოსავლის აღების შემდგომი დამზადება-გადამუშავება (გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი), ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება (ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“)
ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ქართული პროდუქციისთვის, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი იხსნება - 28 ქვეყანა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss