ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყობა
4 იანვარი, 2017, 17:49
რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყობა

თბილისი (GBC) - რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყობა.

სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს უახლესი სტანდარტებით მოწყობილ ტერიტორიას მოლის ცენტრალურ ნაწილში სთავაზობს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 8 იანვრიდან, ისარგებლოს ახალი სერვისით, სადაც მომსახურება უფასო იქნება. ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით.

ტერიტორიაზე განთავსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები.

მომხმარებელს ავტო დიაგნოსტიკას ადგილზე შესთავაზებს „თგეტა მოტორსი“.

შეგახსენებთ, რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირება საპარტნიორო ფონდმა განხორციელა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები