ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკი გალარებულ პორტფელს გირაოში ჩადებს
ნინო შუბითიძე
6 იანვარი, 2017, 16:19
ბანკი გალარებულ პორტფელს  გირაოში ჩადებს

თბილისი (GBC)  - ბანკები $40 000 -იანი  მსესხებლებისთვის გალარების შეთავაზებას ამზადებენ.

რამდენიმე ბანკის (ვითიბი, თიბისი) ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ კონვერტაცია  ეროვნული ბანკის გათვალისწინებული  $400 მილიონის ათვისებამდე დაიწყება, ლარის ნაშთებიდან.

გირაოს  ბაზის გაფართოებით კი, გალარებული პორტფელით ბანკი სებ-იდან  გარკვეულ  ტრანშს წამოიღებს, საყოველთაო  დათქმით  (-20%). სქემა მარტივია  მაგ: 100 ₾ -ზე - 80₾; 1 000₾ - 800 ₾;  40 000₾  – 32 000₾.

სავალუტო მსესხებლისთვის გალარება ნებაყოფლობითია. ამ დროისთვის ლარში გადატანილ სესხზე   ცვლადგანაკვეთიანი სესხის პროცენტი მოიაზრება. რეფინანსირების განაკვეთზე მობმული ლარის სესხები 11%-11.5%-ად არის გაცემული და ამ  განაკვეთს მიუახლოვდება.

ცვლადგანაკვეთიანი სავალუტო უნივერსალური სესხის განაკვეთი ამ დროისთვის  13,5%-14%-ის ფარგლებშია, ფიქსირებულის 7-8%. 

შესაძლებელია ფიქსირებულგანაკვეთიანი  იპოთეკური კრედიტის გალარებაც, თუმცა  უფრო მაღალ პროცენტს ვარაუდობენ.

10 -პუნქტიანი გეგმის  ფარგლებში დაწყებული ლარიზაციის კამპანია (მე-7 პუნქტი) ითვალისწინებს 100 000 ₾-მდე წლიური შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის $40 000-მდე სესხის  ლარში კონვერტირებას, თუმცა გარკვეული შეზღუდვაა, გალარებას მხოლოდ 2015  წლის  1 იანვრამდე გაცემული კრედიტი ექვემდებარება.  ბოლო სტატისტიკით, სულ 33 000 სესხია.

კამპანიაში ჩართულია მთავრობაც, 65  მლნ-იანი საბიუჯეტო კონტრიბუციით, რომლითაც  კონვერტაციისას, -20 პუნქტი დასუბსიდირდება. მაგ: $1/2.8₾ კურსის   ნაცვლად,  კონვერტირდება $ 1/ 2,6₾ კურსით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები