| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლარიზაციის კამპანიას რეფინანსირების სესხების გაზრდა მოყვება.
ბანკებმა დეკემბერში ეროვნული ბანკისგან 6.4 მლრდ-ის ისესხეს და იანვარში პირველ აუქციონზე 1.1 მლრდ ლარის არის გაცემული.
ბანკებისთვის ლარის ლიკვიდობის სათანადო მოცულობით მიწოდება, ახალი რეგულირებით, $40 000 -მდე სესხების გალარების ვალდებულებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკი ასევე იზრუნებს ბანკებისთვის აშშ დოლარის მიწოდებაზე, სავალუტო ვალდებულებებთან მიმართ შემცირებული სავალუტო აქტივების შესავსებად, თუმცა ეროვნული ბანკი, კურსზე წნეხის თავიდან ასაცილებლად, დოლარს მიჰყიდის, არა აუქციონზე, არამედ პირდაპირ, შესყიდვის დღეს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით და ზუსტად იმ რაოდენობით, რა მოცულობის სავალუტო სესხსაც გაალარებს.
ამისთვის, როგორც ცნობილია სავალუტო რეზერვებიდან $400 მლნ-ია გათვალისწინებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss