| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლარის გაუფასურება და საწვავის გაძვირება სამომხმარებლო კალათის ღირებულებაზე უკვე აისახა.
ახალი წლიდან სადისტრიბუციო კომპანიებმა ქსელში პროდუქტები უკვე გაზრდილი ფასით შეიტანეს, ამბობენ, რომ გაძვირება გარდაუვალი იყო, თუმცა მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე, შეეცადნენ, რომ მატება მინიმალური ყოფილიყო.
კომპანია „გრანდის“ დამფუძნებელი და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ მისმა კომპანიამ რიგ პროდუქტებზე ფასები 5-7% გაზარდა. უფრო მაღალი 10-12%-იანი ზრდისგან კი, კომპანია და მომხმარებელი მოგების გადასახადის რეფორმამ გადარჩინა.
„სამწუხაროდ, ლარის გაუფასურებასთან ერთად, საწვავის გაძვირება პირდაპირ ურტყამს ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანიას, რადგანაც საწვავის ხარჯს დიდი წილი უჭირავს საოპერაციო ხარჯებში“, - აღნიშნავს ივა ჭყოინა.
ბიზნესმენი მთავრობას ე.წ „ესტონური მოდელის“ დანერგვას უწონებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების და აქციზის გაზრდის გამო, მისი დადებითი ეფექტი ნაკლები იქნება და რიგ პროექტებში რეინვესტირებასაც შეაფერხებს, სწორედ ფასების ზრდის გამო.
„ახლა ინვესტიციები მიმართული იქნება არა გაფართოებაზე, არამედ არსებული კომპანიისა და აქ დასაქმებულთა გადარჩენაზე“, - ამბობს ჭყონია და წელს ასოციაციის აქტიურობას აანონსებს, მთავრობასთან და ქსელურ მარკეტებთან აქტიური კავშირით, ყველასთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ბიზნესმენს ლართან დაკავშირებით მომდევნო 2 თვის განმავლობაში ნეგატიური პროგნოზი აქვს. წინა ტრენდის გათვალისწინებით, დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას თებერვლის ბოლომდე ელის, შემდეგ კი, იმ ნიშნულზე დაბალანსებას, რას იმ პერიოდისთვის დაფიქსირდება.
„იანვარში ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, თუმცა 3-ის ნიშნულს არ უნდა ასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების მორიგი ზრდა მოხდება“, - ამბობს ჭყონია.
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც სავალუტო რყევებისას სადისტრიბუციო კომპანიები აწყდებიან ფასების ცვლილების მოუქნელობაა.
„ქსელურ კომპანიები ჩვენ კაბალურ პირობებში გვაყენებს. გაზრდილი ფასით ქსელში პროდუქციის შეტანას 2 კვირიდან 1 თვემდე ვადა სჭირდება, კომპანიებს წაგებაზე მუშაობა უწევთ და ბევრი მათგანი ბაზარს ტოვებს. ამიტომ ჩვენ წელს ძალიან აქტიურები ვიქნებით ჩვენი უფლებების დასაცავად და კეთილსინდისიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს“, - აცხადებს ბიზნესმენი, აღნიშნავს, რომ სადისტრიბუციო ბიზნესი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეისათვის დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში 40-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რომელთან ბრუნვა 1 მილიარდია, საბიუჯეტო შენატანები კი, 350 მილიონს აღწევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss