ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კრწანისის ბრძოლიდან 2 საუკუნის შემდეგ, ბრძოლის ველი ღია სამუზეუმო სივრცედ იქცევა
10 იანვარი, 2017, 13:09
კრწანისის ბრძოლიდან 2 საუკუნის შემდეგ, ბრძოლის ველი ღია სამუზეუმო სივრცედ იქცევა

თბილისი (GBC) - 300 არაგველის ბაღში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ბაღის სამივე შესასვლელში დასრულებულია ხის პერგოლების მოწყობა და კიბეების მშენებლობა.

კრწანისის რაიონის გამგეობის ცნობით, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც ქართული აგურით მოიკირწყლება, იცვლება განათების ქსელი.

გაზაფხულიდან ბაღში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც გალავნის ბურჯების მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებსა და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სარიტუალო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.

გაზაფხულზე ბაღში ახალი ნარგავებიც დაირგვება. ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.

300 არაგველის ბაღი გასული საუკუნის 30-იან წლებში კრწნისის ბრძოლის ადგილას გაშენდა და 50-იანი წლებში კეთილმოეწყო, თუმცა მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დღემდე არ ჩატარებულა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები