| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თურქეთში საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების საკითხი განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის პოზიტიური დინამიკა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოხატა უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ორხმრივი თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამ მხრივ მიმოხილულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფართოების სპეციფიკა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის პირველი ეტაპის დასრულების სავარაუდო ვადები და სხვა ეკონომიკური პროექტების იმპლემენტაციის მიმდინარეობა.
ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა გაგრძელდეს მუშაობა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, რომლის მორიგ შეხვედრას საქართველო მიმდინარე წელს უმასპინძლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss