| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაზპრომთან ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმას მოღალატეობად აფასებს პარლამენტარი რომან გოცირიძე.
მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოქცეულია რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
"ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება", - წერს დეპუტატი Facebook-ში თავის გვერდზე.
აღნიშნავს, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ საკუთრებაშია, ამის შემდეგ კი რკინიგზა.
"ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია", - წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, მთავრობა დათანხმდა გაზპრომ - ექსპორტის შემოთავაზებას ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციაზე. რა თანხას მიიღებს საქართველო სომხეთში რუსული გაზის გატარების სანაცვლოდ არ დაკონკრეტებულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss