| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი და Jumpstart Georgia მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს (დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი, სტატისტიკოსი) ჰაკათონში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
ჰაკათონი საქართველოში პირველად, 28-29 იანვარს შედგება, ტექნოპარკში.
სხვადასხვა სპეციალობის, 3-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდები (დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი...) 24 საათის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე იმუშავებენ.
სასურველი თემის არჩევა გუნდების ინტერესების შესაბამისად მოხდება. ჰაკათონში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.
გამარჯვებულ გუნდებს სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, პრიზს მიიღებენ და ჰაკათონის ორგანიზატორ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას.
ღონისძიება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოების FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, Jumpstart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ეწყობა.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 2017 წლის 15 იანვარია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსამზადებელი შეხვედრები https://vizhack.ge/ka/
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss