| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ექს-პრემიერი მისი ახალი გუნდის მიღწევებზე აცხადებს.
ნიკა გილაური და მისი ახალი გუნდი რეფორმატიკსი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას საკონსულტაციო მომსახურებას უწევს, მათ შორისა საუდის არაბეთიც.
ნიკა გილაურმა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას საქართველოს საგადასახადო და საბაჟო რეფორმის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
„ნავთობზე დაბალი ფასების პირობებში, საუდის არაბეთის მთავრობა აქტიუარდ გეგმავს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისათვის“, - წერს Facebook-ში ნიკა გილარი.
ყოფილი პრემიერის აღნიშნავს, რომ 2016 წელს მისმა გუნდმა მსოფლიოს 4 კონტინენტზე 12 ქვეყნის მთავრობას მისცა პრაქტიკული და სასარგებლო რეკომენდაციები, მრავალი მიმართულებით.
მათ შორისაა ყაზახეთის მთავრობა, ავღანეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ასევე შუა აზიის სხვა ქვეყნები, შრი-ლანკა, განა, ჯიბუტი და კოლუმბია.
„2017-შიც რეფორმატიკს უკვე დაგეგმილი აქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კვლავინდებურად ქართულ და მსოფლიო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მთავრობებს დავეხმარებით უფრო ეფექტურად და წარმატებულად მოახდინონ სახელმწიფო ადმინისტრირება, გაზარდონ ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა, გააუმჯობესონ ბიზნეს გარემო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მათი მოქალაქეების კეთილდღეობას“, - აღნიშნავს გილაური.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss