| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო სექტორის ახალი რეგულაციების საკანონმდებლო პაკეტმა საკმაოდ კომპეტენტური ექსპერტიზა გაიარა და არ ვფიქრობ, რომ რამე შესაცვლელია. - განცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ქვეყნის პრეზიდენტის შენიშვნების პასუხად.
კობა გვენეტაძე არ იზიარებს ვერსიას, თითქოს საფინანსო სექტორთან კონსულტაციები არასაკმარისი იყო, ამბობს, რომ შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა მხარეს შეეძლო შენიშვნების გამოთქმა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება, მათ შორის ონალინ სესხების კომპანიებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასოციაციების მეშვეობით.
„ამ ყველაფერის მიუხედავად, თუ საჭირო გახდა კანონში ტექნიკური კორექტივები სებ-ი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათ განახორციელებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა, თუმცა, გარკვეული დათქმით, რომ სებ-ი ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს გამოასწორებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss