| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – VimpelCom (ბილაინი) Eurasia Mobile Challenge -ის ფინალტებს ასახელებს - კონკურსის ფინალში მოსახვედრად 24 გუნდი განაგრძობს ბრძოლას.
ფინალი 2017 წლის 24 და 25 იანვარს ჩატარდება ერევანში. გამარჯვებულებისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდია: I ადგილი - 20 000$, II ადგილი - 15 000$, III ადგილი - 10 000$.
Eurasia Mobile Challenge -ის მიზანია, ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართოს და შექმნას ახალი, წარმატებული მობილური პროექტები.
Eurasia Mobile Challenge -ი კომპანია ბილაინის, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი კამპანიის, MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში ტარდება.
24 გამარჯვებული გუნდი თავის ინოვაციურ იდეებს 10 წევრისგან შემდგარ ჟიურის წარუდგენს. ჟიური დაკომპლექტებულია ციფრული სფეროს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
რეგიონალური ფინალზე გამოვლენილი სამი გამარჯვებული გუნდი პირველობის მოსაპოვებლად Global Mobile Challenge-ზე გაემგზავრება, რომელიც მსოფლიო მობილურის კონგრესზე, 2017 წლის 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ბარსელონაში ჩატარდება.
"პროექტის „Eurasia Mobile Challenge“ მიზანია მოვიწვიოთ და ჩავრთოთ თანამედროვედ მოაზროვნე,ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პოტენციალი შექმნან გაუმჯობესებული, ფინანსურად მომგებიანი პროდუქტი და მივცეთ მათ შესაძლებლობა მიაღწიონ წარმატებას რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე, რაც შემდგომ მათ მომავალს უზრუნველყოფს - აღნიშნა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა - ჩვენ ამაყები ვართ რომ აპლიკანტების რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და შესაბისად სულ უფრო და უფრო რთული ხდება საუკეთსო პროექტების შერჩევა .“
2016-ის Eurasia Mobile Challenge - ის საქართველოში გამარჯვებული გუნდებია: Augep , Treepex, Persomedic
გამარჯვებულბის და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.eurasiamobilechallenge.com
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss