ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა
16 იანვარი, 2017, 18:14

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყება.

დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტთან, მარიანო რახოისთან. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში და ქართულ საგამოფენო სივრცეს დაათვალიერებს. 

გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, მიწვეულია, მსოფლიო ტურიზმის სავაჭრო გამოფენის მონაწილეების პატივსაცემად, ესპანეთის მეფისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სახელით გამართულ მიღებებზე. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებიან. 

გიორგი კვირიკაშვილი მადრიდიდან შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. წელს, ფორუმი იმართება დევიზით - "პასუხისმგებლიანი ლიდერობა"  და მისი წამყვანი თემა იქნება "მეოთხე სამრეწველო რევოლუცია". საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები