ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი საბანკო სესხების გალარების პროგრამას უერთდება
18 იანვარი, 2017, 19:06
ლიბერთი  საბანკო სესხების გალარების პროგრამას უერთდება

თბილისი (GBC) –ლიბერთი ბანკი საბანკო სესხების გალარების პროგრამას უერთდება. 

მომხმარებლებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე აღებული აქვთ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი ა.შ.შ. დოლარში, საშუალება აქვთ მიმართონ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს სესხის ლარში კონვერტაციის მოთხოვნით. აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე  ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე.

პროგრამის პირობების მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ 40,000 ა.შ.შ. დოლარამდე ნებისმიერი თანხის კონვერტაცია, თუ თანხა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. თუ მომხმარებელს აქვს აღნიშნულ თანხაზე მეტი მოცულობის უზრუნველყოფილი სესხი, მაშინ გალარება და კონვერტაცია შეეხება სესხის ნაწილს, მაქსიმუმ 40,000 ა.შ.შ. დოლარის ფარგლებში. სესხის თანხის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში მოხდება შეღავათიანი კურსით, კერძოდ კონვერტაციის დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოაკლდება 20 თეთრი.

სესხის გალარების პროგრამით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთა სასესხო ვალდებულებები 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით აღემატებოდა 100,000 აშშ დოლარს ლიბერთი ბანკში, ან სესხის რეფინანსირების შემთხვევაში იმ ბანკში, საიდანაც ხდება სესხის გადმოტანა. პროგრამით ვერ ისარგებლებენ ასევე პირები, რომელთა შემოსავალი 2015 წელს აღემატებოდა 100,000 ლარს.

სესხების გალარების პროექტი მოქმედებს 2017 წლის 25 მარტამდე, ხოლო სესხის გალარებაზე განაცხადების მიღება შესაძლებელია 2017 წლის 17 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ მომსახურების წერტილს ან დარეკოს ნომერზე 0322 55 55 00.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები