ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს გაზპრომის თემაზე რეზოლუციით მიმართავს
ნინო შუბითიძე
18 იანვარი, 2017, 21:14
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს გაზპრომის თემაზე რეზოლუციით მიმართავს

თბილისი (GBC) -  პარლამენტის ნაციონალური ფრთა  გაზპრომის განახლებულ ხელშეკრულებაზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციით მიმართავს,  პროცედურა 19 იანვრის ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

მთავრობა პრეზიდენტსაც კი უმალავს გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსს. არ ამბობენ, თუ რამდენს გადაგვიხდიან ტრანზიტში და რა რაოდენობის გაზი მოგვივა ამ თანხაში.  ჩვენი ინფორმაციით 2018 წლიდან წელიწადში ვკარგავთ 20 მილიონ დოლარს. გარდა ამისა, იკარგება გაზპრომზე ზემოქმედების ბერკეტები.  მთავრობამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის. მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის გადაყენება არაა საკმარისი“, - კახი კალაძესთან ერთად, მთავრობის სხვა წევრების  პასუხისმგებლობაზე  რომან გოცირიძე Facebook-ში წერს.

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ოთხშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „გაზპრომთან“ შეთანხმების შესახებ სრული ინფორმაცია გავრცელდა მედიით, შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შეხვედრები ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან გაიმართა. 

განაცხადა, რომ „ ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა“.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები