| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მოძრაობა KAR.GE #1 საექსპორტო KAR.GE კატალოგზე მუშაობას იწყებს.
ორგანიზაციის მიზანია ბეჭდურ და ინტერნეტ საექსპორტო KAR.GE კატალოგებში გააერთიანოს ყველა გამორჩეული ქართული კომპანია, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნის და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან ერთად ექსპორტიც აინტერესებს.
ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური KAR.GE კატალოგი იქნება 120 გვერდამდე. გავრცელდება ექსპორტიორებში, საქართველოს საელჩოებში მსოფლიოში, უცხოურ საელჩოებში საქართველოში, მთავრობაში, პარლამენტში, კომპანიებში, ასოციაციებში, ინვესტორთა წრეებში, ტურისტულ ცენტრებში და ა.შ.
გაახლებული ორენოვანი ინტერნეტ KAR.GE კატალოგი კი დაიდება http://kar.ge ვებსაიტზე, სადაც მას მილიონობით სტუმარი ნახავს.
ეს იქნება საქართველოში ერთადერთი სრულფასოვანი ქართულ-ინგლისურენოვანი საექსპორტო კატალოგი, რომელიც გააერთიანებს მხოლოდ ქართულ წარმოებებს, ბრენდებს, პროდუქციას, დისტრიბუტორებს, სავაჭრო ობიექტებს და B2B მომსახურების მიმწოდებლებს თავისი სურათებით და ტექსტებით. პრეზენტაცია მარტის მეორე ნახევარში გაიმართება.
კომპანიების მიერ რეგისტრაციის და საჭირო მონაცემების [ტექსტები ქართულ / ინგლისურ ენებზე და სურათები] მოწოდების ბოლო ვადაა – 2017 წლის 10 თებერვალი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss