ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის თანადაფინანსებით 8 დევნილი ოჯახის განსახლება მოხდება  
23 იანვარი, 2017, 12:46
ჯორჯიან მანგანეზის თანადაფინანსებით 8 დევნილი ოჯახის განსახლება მოხდება  

თბილისი (GBC) – „ჯორჯიან მანგანეზი“ დევნილთა სამინისტროს  8 დევნილი ოჯახისთვის  საცხოვრებელ სახლების შესყიდვაში დაეხმარება.

ოჯახები ჭიათურაში, კომპანიის კუთვნილ სანატორიუმის შენობაში 1993 წლიდან ცხოვრობენ. კომპანიის თანადაფინანსებით კი,  მათთვის კერძო საცხოვრებელი სახლების შესყიდვა მოხდება.

„დევნილების შესახლებისას ეს შენობაც და კომპანიაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. პრივატიზაციის შემდეგ კომპანიის ბალანსზე არსებული შენობაც ინვესტორის გადაეცა. ჩვენ დავიწყეთ შენობის კაპიტალური რემონტი და კეთილმოწყობა და ამ დრომდე არ შეგვიწუხებია იქ მცხოვრები ოჯახები, თუმცა ახლა ვეხმარებით სახელმწიფოს მათი განსახლებისთვის. ჩვენს მიერ გაღებული თანხები მათ სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილიგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს“, - განუცხადა GBC-ის კომპანიის წარმომადგენელმა ზაქარია ზალიკაშვილმა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“  6 სართულიანი სანატორიუმის შენობის რეკონსტრუქცია გასულ წელს დაიწყო.  სმენით რეჟიმზე გადასული დასაქმებულებისთვის სანატორიუმში მოეწყო დასასვენებელი ოთახები, საკვები ზონა, საშხაპეები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები