ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ:რეფინანსირების სესხებსა და საბანკო სისტემის სიჯანსაღეს შორის ნეგატიური კავშირი საფუძველს მოკლებულია
23 იანვარი, 2017, 16:07
სებ:რეფინანსირების სესხებსა და საბანკო სისტემის სიჯანსაღეს შორის ნეგატიური კავშირი საფუძველს მოკლებულია

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში პრობლემებს უარყოფს.

მარეგულირებელი განცხადებას ავრცელებს და საფუძველს მოკლებულს უწოდებს რეფინანსირების სესხების ზრდასა და საბანკო სისტემის სიჯანსაღეს შორის ნეგატიურ კავშირს.

„ბოლო პერიოდში ცალკეული ექსპერტებს მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ სავალუტო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ ქართულ საბანკო სექტორში ფუნდამენტური პრობლემები წარმოაჩინა და რომ ამ პრობლემის არსებობას რეფინანსირების სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ადასტურებს.

მიუხედავად ვალუტის კურსის გაუფასურებისა, ქართულ საბანკო სექტორში აქტივების ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა და უმოქმედო სესხების წილი სასესხო პორთფელში მატერიალურად არ შეცვლილა.  მომგებიანობის, კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის კუთხით არსებული მაჩვენებლები კი სექტორის სიჯანსაღეზე მიუთითებს. დეტალური სტატისტიკა, როგორც აგრეგირებული, ასევე კომერციული ბანკების დონეზე, პერიოდულად ქვეყნდება სებ-ის ვებგვერდზე და მათი გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დამატებით, წამყვანი ქართული ბანკების გადახდისუნარიანობას რეგულარულად აფასებენ საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო სააგენტოები, რომელთა შეფასებითაც ყველა ამ ბანკის რეიტინგი ქვეყნის რეიტინგთან ახლოსაა.

ამასთან, თითოეული ბანკი პრუდენციული რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშაა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიდგომებიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და პოზიტიურადაა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ამგვარად, ქართული ბანკების სიჯანსაღეში ეჭვის შეტანა უარგუმენტო და საფუძველს მოკლებულია“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები