| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შემოსავლების სამსახური არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტების აღკვეთაზე აცხადებს.
უწყების ცნობით, 22 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში სპეციალურ სამალავებში აღმოაჩინეს.
ამავე დღეს, ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - 18 600 ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ ამოიღეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.
უფრო ადრე, 14 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, 1,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი იქნა აღმოჩენილი საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“.
სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტების გახშირებას თამბაქოს ინდუსტრია პროგნოზირებდა. მიზეზი ქვეყნებს შორის თამბაქოს პროდუქციაზე ფასების სხვაობაა, რაც იანვრიდან საქართველოში აქციზის მკვეთრმა ზრდამ კიდევ უფრო გააღრმავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss