| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ქართული საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს.
როგორც „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, კომპანიებმა ბოროტად ისარგებლეს აქციზის გადასახადის ზრდით და საწვავზე ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზის გადასახადი გაიზრდებოდა.
ახალგაზრდა ფინანსისტი ამბობს, რომ ბოლო 2 თვის მანძილზე, ქართულ საწვავის ბაზარზე ფასების კორექტირება, ზრდის კუთხით 5 ჯერ მოხდა და საერთო ჯამში საწვავის ფასი 18 %- ზე მეტით გაიზარდა.
"2016 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე მცირედით, მართლაც გაიზარდა ნავთობის ფასი და მან ბარელზე 58 დოლარს მიაღწია, რისი მიზეზიც „ოპეკის“ 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ოპეკის“ წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირებაზე კიდევ ერთხელ შთანხმდნენ. ამ პერიოდისთვის ქართულმა ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა წინასწარ საშუალოდ 5 თეთრით გაზარდეს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი. (ლარის კურსი დროის ამ მონაკვეთში 2.58). ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია განიცადა და კომპანიებმა კიდევ 5 თეთრით გაზარდეს საწვავის ღირებულება. კიდევ ერთი პრევენციული ქმედება იმპორტიორმა კომპანიებმა 2016 წლის დეკემბრის მიწურულს მოახდინეს, როდესაც საწვავის ფასზე მოქმედი ყველა ძირითადი პარამეტრის უცვლელობის პერიოდში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ გაზარდეს 5 თეთრით. „აფბა“ მიიჩნევს, რომ კომპანიებმა ამ ქმედებით, აქციზის გადასახადის მოსალოდნელი ზრდა გამოიყენეს მოგების კიდევ უფრო გასაზრდელად და აქციზის გადასახადის მარჟა წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში", - აცხადებს ბაირახტარი, აღნიშნავს, რომ კომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდრე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.
"2017 წლის პირველი იანვრიდან, აქციზის ღირებულება ერთ ლიტრ საწვავში გაიზარდა 15 % -ით, 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე კი საწვავის ფასი ქვეყანაში გაიზარდა 18.26% -ით. ამას ემატება ბოლო ერთ თვეში თითქმის 10 % - მდე შემცირებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე და ბოლო 2 კვირაში თითქმის 8% - ით გამყარებული ლარი“ - აღნიშნავს ფინანსისტი.
მისივე თქმით, დღეს ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რასაც სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებს და ზიანდება ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მომხმარებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss