ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წყარო: მწვანე კონცხზე აგრარული უნივერსიტეტის შენობის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებს
24 იანვარი, 2017, 14:43
წყარო: მწვანე კონცხზე აგრარული უნივერსიტეტის შენობის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებს

თბილისი (GBC) - აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას და მათზე დამაგრებულ მიწას ასხვისებს.

აუქციონზე, რომელიც 3 თებერვალს დასრულდება, ქონების საწყისი ფასი 4,5 მლნ ლარია, „ბიჯი“ 100 000 ლარს შეადგენს. აუქციონზე დაფიქსირებული თანხიდან 3 მლნ ლარი მყიდველმა  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნდა გადაურიცხოს, დანარჩენი აჭარის ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. ამასთან,  ინვესტორმა ადგილზე 5 წლის ვადაში არანკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

გაზეთი „ბათუმელები“ ანონიმ, თუმცა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერიტორიის ყიდვას  ბიძინა ივანიშვილი აპირებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  ადგილზე  ექს-პრემიერის პროექტის ე.წ. „პანორმა ბათუმის“ შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდებარედ „ბიზნეს დეველოპმენტი“, რომლის მფლობელი იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებია“ Magnolia – Resort & SPA-ს აშენებს.

ეს ადგილიც კომპანიამ სასტუმროს აშენების პირობით  აუქციონზე შეიძინა, თუმცა ვინ არის რეალურად ინვესტორი იურიდიულ კომპანიაში მაშინ არ გაუმჟღავნებიათ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები